ოსური მედიის ინფორმაციით, ე. წ. სამხრეთ ოსეთის გენპროკურატურამ სამ რუს დაპატიმრებულ სპეციალისტს აღმკვეთი ღონისძიება შეუცვალა. ისინი ცხინვალის ციხიდან გამოუშვეს და გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს. მათ რუსეთის ფედერაციის პასპორტებიც დაუბრუნეს.
"ეს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის საელჩოს ძლიერი ზეწოლის შედეგად მიიღო ელჩის მოადგილის ლოგინოვისა და გენპროკურორის მოადგილის კოკოევის შეხვედრის შემდეგ", _ იუწყება ოსური მედია.
მათი ინფორმაციით, 24 აპრილს ე. წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებმა რუსეთის მოქალაქეებს, ანდრეი აბრამოვსა და ალექსეი გრუნინს, პასპორტები ჩამოართვეს. ამგვარი ქმედებები საერთაშორისო სამართლისა და რუსეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების დარღვევაა. ამიტომაც ეს ქმედებები რუსეთის საელჩომ გააპროტესტა.