სოხუმის მარიონეტული რეჟიმი აფხაზეთის რკინიგზის მოდერნიზაციას ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყებს.
ამის შესახებ ინფორმაციას "კავკაზკი უზელი" სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერზე სერგეი ბაღაფშზე დაყრდნობით იუწყება.
ბარაფშის შეფასებით, რკინიგზის რეაბილიტაციაზე 2 მილიარდი რუბლი დაიხარჯება, მოდერნიზაციის შემდეგ რუსეთთან სარკინიგზო გადაზიდვების მოცულობა გაზრდება.
"პირველ ეტაპზე რემონტი ფსუოდან სოხუმამდე მონაკვეთზე, მეორე ეტაპზე კი სოხუმიდან ოჩამჩირემდე ჩატარდება. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამჟამად მოსკოვამდე ერთი სამგზავრო ვაგონი მოძრაობს, რაც საკმარისი აღარ არის", - აცხადებს მარიონეტული რეჟიმის ლიდერი.
მისვე თქმით, ასევე იგეგმება ელექტრომატარებელის სოჭამდე ამოქმედება, რაც ფსოუს გამტარი პუნქტის განტვირთვას გახდის შესაძლებელს.
ამასთან, ოკუპანტები აფხაზეთის რკინიგზას სოჭის ოლიმპიური ობიექტების მშენებლობისთვის საჭირო მასალების გადასატანადაც გამოიყენებენ.