ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და ოლიგარქების წინააღმდეგ ერთობლივი დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდებს.
ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პირები სახელმწიფო თანხებით საკუთარი ბიზნესის წარმოებას შეეცდებიან.
"მივმართავ ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას, წინ აღვუდგეთ კრიმინალ, მილიონერ ოლიგარქთა ინტერვენციას საქართველოს პარლამენტში, რომლებიც კვლავ ცდილობენ ფულის დახმარებით იყიდონ ჩვენი მართვისა და ძარცვის უფლება. ვთავაზობთ ყველა პოლიტიკურ პარტიას ხელი მოვაწეროთ ანტიოლიგარქიულ ერთობლივ პაქტს. შევებრძოლოთ რეგიონში ოლიგარქ მაჟორიტარებს და არცერთი მილიონერი არ ჩავსვათ პარტიულ სიებში",-აცხადებს შალვა ნათელაშვილი.