მთავრობას ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობისათვის კონკრეტული, ნაბიჯებით გაწერილი გეგმა შემუშავებული აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში განაცხადა.
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად დავაღწიოთ თავი გაჭირვებას, რომ თითოეული ოჯახი, თითოეული თქვენგანი წელგამართული იყოს და არ ჰქონდეს ხვალინდელი დღის შიში. სწორედ ამიტომ თქვენი მხარდაჭერით გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და ყველა დაწყებულ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. დიახ, დღეს სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის ძალა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, ჩვენი სამშობლო გაძლიერდეს და ყოველი თქვენგანის ოჯახში შემოვიდეს კეთილდღეობა! ჩვენ ამას ერთად აუცილებლად შევძლებთ! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დ ამით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს“-განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.
გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინა.