საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი ერთობლივ განცხადებას ავცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
2016 წლის 20 ივლისს, ქ. ვაშინგტონში გაიმართა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა. სამუშაო ჯგუფმა ყურადღება გაამახვილა ისტორიულ მოვლენებზე,რომლებიც წინ უძღოდა ამ ჯგუფის შეხვედრას, მათ შორის, 6 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა, ასევე, 8-9 ივლისს, ქ.ვარშავაში გამართული ნატო-ს სამიტი, რომელიც მოიცავდა ნატო-საქართველოს კომისიის მნიშვნელოვან ერთობლივ განცხადებასწევრობისათვის მზადების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით.
მემორანდუმი კიდევ ერთხელ ადასტურებს და აფართოებს აშშ-სა და საქართველოს გრძელვადიან და ეფექტურ თანამშრომლობასთავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდა, სამხედრო დაუსაფრთხოების თანამშრომლობა და ინფორმაციის გაზიარება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროშითანამშრომლობისადმი მტკიცე და სტრატეგიული მიდგომა გაზრდის ორი ქვეყნის უსაფრთხოებას და პოზიტიურად იმოქმედებსრეგიონულ სტაბილურობასა და გლობალურ უსაფრთხოებაზე.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისმისწრაფებების მხარდაჭერა, 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღწეული და ვარშავაში დადასტურებული შეთანხმებისშესაბამისად. ორივე მხარემ დაადასტურა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სრული იმპლემენტაციის მზადყოფნა, რაც ეხმარება ნატო-ს წევრობის კუთხით საქართველოს წინსვლას და მიესალმა ამ მიმართულებით ვარშავაში განხილულ დამატებით პრაქტიკულთანამშრომლობას. მხარეებმა გამოხატეს შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა და აღნიშნეს საქართველოს, როგორც რეგიონში განსაკუთრებული პარტნიორის როლი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოხატა მადლიერება ავღანეთში ნატო-ს მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანიწვლილისათვის. ორივე მხარემ პატივი მიაგო დაღუპული და დაჭრილი ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცების, სამოქალაქო პირებისადა მათი ოჯახების მიერ გაღებულ მნიშვნელოვან მსხვერპლს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისადმი, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდაღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას. ორივე მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთსგაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებიდან, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტისშეთანხმების შესაბამისად. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოხატა ღრმა შეშფოთება ხურჩაში ქართველი სამოქალაქო პირისმკვლელობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას საფუძვლიანი და დროული გამოძიებისკენ ამტრაგედიაში დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსკანონმდებლობის შესაბამისად ეჭვმიტანილის დროული დაკავებისა და გასამართლების მნიშვნელობაზე. ორივე მხარემ ხაზი გაუსვაგალისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მნიშვნელობას უსაფრთხოების კუთხითინციდენტებისა და რუსეთის ე.წ. „ბორდერიზაციის" პოლიტიკის შედეგებთან გამკლავების საქმეში.
მხარეებმა განიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სიღრმისეული და ყოვლისმომცველიპარტნიორობა და შეთანხმდნენ, რომ ორმხრივი თავდაცვითი თანამშრომლობა დაეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მზადყოფნის ამაღლებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში. ორივე მხარემ აიღო ვალდებულება თავდაცვითიმზადყოფნის, კონტრ-ტერორიზმის, სასაზღვრო და საზღვაო უსაფრთხოების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებშიინსტიტუციური რეფორმის, კიბერუსაფრთხოების, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის, სამართალდამცავი და კრიზისების მართვისსფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმ მიზნით, რათა მიღწეულ იქნას საქართველოს მდგრადობისა და თავდაცვითიშესაძლებლობების განმტკიცების საერთო მიზანი.
ორივე მხარე შეთანხმდა, რომ საქართველოს უსაფრთხოების მთავარ შემადგენელ ნაწილს ქვეყნის დემოკრატიული რეფორმების უწყვეტი განხორციელება წარმოადგენს. ორივე მხარემ აღნიშნა საქართველოს პროგრესი ამ მიმართულებით. აშშ-მ გამოხატა აღნიშნულძალისხმევაში საქართველოსადმი თავისი უწყვეტი მხარდაჭერა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აგრეთვე ხაზი გაუსვა აპოლიტიკურისამართალდამცავი და უშიშროების სტრუქტურების მნიშვნელობას ძლიერი დემოკრატიის და 2016 წლის ოქტომბერში თავისუფალი,სამართლიანი და მშვიდობიანი საპარლამენტო არჩევნების უზრუნველყოფისათვის. ორივე მხარემ აღნიშნა დამოუკიდებლობისაღდგენიდან 25 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ რეფორმების მიმართულებით მიღწეული თვალსაჩინო პროგრესი და გამოხატაამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე აშშ-ის მხარის დელეგაციას თანა-თავმჯდომარეობდნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში უილიამ მონაჰანი და თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერი. შეხვედრასასევე ესწრებოდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საერთაშორისო ნარკოტიკებისა და სამართალდაცვით საკითხებში ჯეიმსვოლში აშშ-ის მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად. ქართული მხრიდან წარმომადგენლობით სამთავრობო დელეგაციასხელმძღვანელობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს თავდაცვის მინისტრისმრჩეველი შოთა ღვინერია. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა დამსწრე პირებს მიმართა გახსნითი სიტყვით დაგააცნო უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევებზე სტრატეგიული ხედვა. შეხვედრაში მინისტრის მონაწილეობამ კიდევერთხელ თვალნათლივ მოახდინა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დემონსტრირება.
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ფართო დაგაღრმავებული თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტების დასახვის მთავარ მექანიზმს. სტრატეგიული პარტნიორობისქარტიის პრიორიტეტული სფეროების შესაბამისად, კომისია მოიცავს ოთხ ორმხრივ სამუშაო ჯგუფს: დემოკრატია და მმართველობა;თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები.დამატებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ: www.state.gov/p/eur/ci/gg/usgeorgiacommission/index.htm.