„უსუფაშვილი-რესპუბლიკელების“ საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,ახლადშექმნილი პოლიტიკური ბლოკის წარმომადგენლის, ქ-ნ მანანა ნაჭყებიას განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება - რესპუბლიკურ პარტიას არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტთან არ ჰქონია რაიმე სახის კონსულტაციები საარჩევნოდ გაერთიანებასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ პარტიაში.
ცნობისათვის მანანა ნაჭყებიამ კითხვაზე - იყო თუ არა შეთავაზება სხვა პროდასავლურ პარტიებთან, იგივე „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „რესპუბლიკელებთან“ კოალიციურ ფორმატთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ მათ თანამშრომლობა შესთავაზეს ყველა დასავლურ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ამ ორმა პარტიამ - „გირჩმა“ და გიორგი ვაშაძის „ახალმა საქართველომ“ გამოთქვა ბლოკის შემქნის სურვილი.