დღეს, შიდა ქართლის რეგიონის სოფელ ერგნეთსა და ფლავში, "კონფლიქტისპირა არეალში სოფლის მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება" (ERLA) პროქტის ფარგლებში, ფერმერთა ჯგუფებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის ცერემონიას სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
როგორც ცნობილია, პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და მისი მიზანი შიდა ქართლის რეგიონის 20 სოფელში მცხოვრები 280 ოჯახისთვის საარსებო პირობების გაუმჯობესებაა.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დიდი ნაწილი გაიძარცვა, დაზიანდა და ადგილობრივი მოსახლეობა მიწის დასამუშავებლად საჭირო ტექნიკის გარეშე დარჩა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ამიერიდან კონფლიქტისპირა არელში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ამ დახმარებას ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია.
სულ, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით რეგიონის ათი სოფელი მომარაგდება. ფერმერებს ტრაქტორები, სათიბები, გუთანი, ფრეზი, მულჩირები და სხვა ტიპის ტექნიკა გადაეცათ, რომლის ღირებულება 210 000 ლარს შეადგენს.