რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შესაძლოა უახლოეს მომავალში დაიწყოს. განცხადება ამის შესახებ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
"მოსკოვსა და სოხუმს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლა შესაძლოა მიმდინარე წელს, ივლისის დასაწყისში გაიხსნას", _ განაცხადა ბაღაფშმა.
მისი თქმით, პირვე ეტაპზე მოსკოვიდან სოხუმში განხოციელდება კვირაში ორი რეისი.
"ფრენები რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების სამგზავრო თვითმფრინავებით განხორციელდება. თვითმფრინავები სოხუმში მოსკოვის ოლქის ჩკალოვოს აეროპორტიდან გამოფრინდებიან", _ განაცხადა ბაღაფშმა და დასძინა, რომ სოხუმის აეროპორტი სამგზავრო თვითმფრინავების მისაღებად სრულ მზადყოფნაშია.