კომპანიებმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" და "რუსთავის წყალმა", რომლებიც ერთ საინვესტიციო ჯგუფში შედიან, აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ქ. რუსთავის ცენტრში ახალი სერვის-ცენტრის კეთილმოწყობა და აღჭურვა დაასრულეს.
რუსთავქალაქობაზე ახალი რაიონული სერვის-ცენტრი რუსთავის მერმა მამუკა ჩიქოვანმა და `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის~ გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა გახსნეს.
რუსთავის სერვის-ცენტრი მომსახურებას გაუწევს მოსახლეობას, ქალაქში განთავსებულ ორგანიზაციებსა და კომერციულ ობიექტებს. ახალ, კომფორტულ ოფისში შექმნილია ყველა პირობა, რომ აბონენტებმა ოპერატიული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება მიიღონ. მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ მიმართონ სერვის-ცენტრს და ინფორმაცია მიიღონ წარმოებული პროფილაქტიკური, გეგმური თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე.
სერვის-ცენტრის ტექნიკური სამსახური კომპანიის მომხმარებლებს მიაწოდებს ყველა საჭირო ტექნიკურ ინფორმაციას და გაუწევს მათ ტექნიკურ მომსახურებას აბონირებასა და წყლის მრიცხველების მონტაჟთან დაკავშირებით. სერვის-ცენტრი, მოქნილად იმუშავებს კომპანიის აბონენტთა მიერ დაგროვილი დავალიანებების ინდივიდუალურ რესტრუქტურიზაციაზეც.
კომპანია `რუსთავის წყალი~ იმედოვნებს, რომ მსგავსად აღჭურვილი და განახლებული სერვის-ცენტრის ამოქმედებით მომხმარებელთა მომსახურებას მაქსიმალურად გააუმჯობესებს.