აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში კვლავ აცხადება, რომ არსებობს რამდენიმე ქვეყანა რომელიც მზადაა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, თუმცა როგორც ყოველთვის ამ ქვეყნების დასახელებისგან თავს იკავებს.
"აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი ხანგრძლივია. დრო გვიჩვენებს თუ რა მოხდება, თუმცა დღესაც არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომელიც მზადაა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ მე ჯერ მათი დასახელებისგან თავს შევკავებ", _ განაცხადა ბაღაფშმა და დასძინა, რომ აფხაზეთი არც არავის არ თხოვს აღიაროს მისი დამოუკიდებლობა.
"ჩვენ კარგად გვესმის მსოფლიოში არსებული პრობლემების. მაგრამ ძალიან ძნელი გასაგებია, როდესაც აფხაზეთის მოქალაქეებს, მათ ვისაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა ვიზებს არ აძლევენ ევროკავშირის ქვეყნებში სამკურნალოდ წასასვლელად. ერთია როდესაც მე არ მაძლევენ ვიზას როგორც პრეზიდენტს იმისათვის რათა მე წავიდე და ვთქვათ საფრანგეთში ლექცია წავიკითხო, ხოლო მეორე საქმეა როდესაც ვიზას არ აძლევენ ბავშვს რომელსაც მკურნალობა სჭირდება საზღვარგარეთ", _ აცხადებს სერგეი ბაღაფში.