აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ მისი აზრით ევროკავშირის პოლიტიკა აფხაზეთთან მიმართებაში რამდენადმე შერბილდა. "გაჩნდა ახალი ფორმულა _ "პარტნიორობა აღიარების გარეშე", _ განაცხადა ბაღაფშმა პრესკონფერენციაზე.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთი _ გახსნილი ქვეყანაა და მზადაა ყველა საკითხი განიხილოს მათთან, ვინც მზადაა მასთან სალაპარაკოდ. "ჩვენ ასევე ,მზად ვართ განვიხილოთ საინტერესო ეკონომიკური წინადადებები", _ განაცხადა ბაღაფშმა.
სერგეი ბაღაფში ასევე აცხადებს, რომ ის დარწმუნებულია იმაში, რომ აფხაზეთის იზოლაციაში მოქცევა უკვე აღარავის გამოუვა, ისევე როგორც მასზე ზეწოლის მოხდენა.
ამავე დროს, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია ზოგი ქვეყნების, მაგალითად აშშ-სა და ევროკავშირის მიერ აფხაზეთის მიმართ გატარებული "ორმაგი სტანდარტების" პოლიტიკა.
"კოსოვოს აღიარება და აფხაზეთის არაღიარება", _ აცხადებს ბაღაფში.