სეპარატისტული აფხაზეთი შავ ზღვაში ნავთობის საბადოების დამუშავებას დაიწყებს. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა გააკეთა.
"შავ ზღვაში ნავთობის მოპოვების სამუშაოებს პრაქტიკულად შავიზღვისპირა ყველა ქვეყანა ახორციელებს ჩვენს გარდა _ ესენი არიან საქართველოც, თურქეთიც, რუმინეთიც, ბულგარეთიც და უკრაინაც", _ აცხადებს ბაღაფში.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის აფხაზეთის მონაკვეთზე ნავთობის მომპოვებელი სამუშაოების წარმოება რუსულმა კომპანია "როსნეფტმა" ითავა და ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასთან შესაბამისი კონტრაქტიც გააფორმა.