სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის სერგეი Bბაღაფშის ე.წ. მეორე ვადით არჩევის დღიდან 100 დღე გავიდა. აღნიშნულ მოვლენას აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა პრესკონფერენცია მიუძღვნა.
"მეორე საპრეზიდენტო ვადის გასული 100 დღე, წინა ხუთი წლის მუშაობის გაგრძელებაა", _ განაცხადა ბაღაფშმა. მისი თქმის, დღესაც ისევე როგორც გასული 5 წლის განმავლობაში აფხაზეთის წინაშე რთული ამოცანები დგას.
"მაშინ ეს სირთულეები გამოწვეული იყო იმით, რომ 2006 წლის ივლისში გალის რაიონში ქართული ჯარი შეიჭრა, არ იყო აღიარებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა. დღეს კი დღის წესრიგში სხვა საკითხები დგას. რუსეთის ფედერაციის წყალობით ჩვენს წინაღმდეგ სანქციები მოხსნილია, ჩვენ აღიარებული ვართ მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოს მიერ და კიდევ სამი სახელმწიფოს მიერ", _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა.
მისივე თქმით, აფხაზეთისათვის ის დრო დასრულდა, როდესაც ხარჯების უდიდესი ნაწილი შეიარაღებაზე და საქართველოსთან არსებულ უთანხმოებაზე იხარჯებოდა.
"დგება დრო დიდი პროექტების რეალიზაციისა და მთავარია სახელმწიფოს ომის რელსებიდან მშვიდობიან რელსებზე გადაყვანა შევძლოთ. ხოლო ამის გაკეთება კი ყოველთვის იოლი არ არის", _ აცხადებს სერგეი ბაღაფში და დასძენს, რომ "აფხაზეთში რუსული ჯარს ყოფნის გამო, მოქალაქეები მიხვდნენ, რომ რესპუბლიკაში ხანგრძლივვადიანი მშვიდობა დამყარდა და ახალი ენერგიით დაიწყეს ახალი ცხოვრების მშენებლობა საკუთარი თავისა და თავისი შვილებისათვის".