5 მაისს, 17:00 სთ-ზე „მშობელთა სკოლაში“ რიგით მეცხრე ღია ლექცია ჩატარდება. სასესიო თემა იქნება „მუცლის ტკივილი“, რომელსაც იაშვილის კლინიკის აბდომინური დეპარტამენტის პედიატრიული მიმართულების ხელმძღვანელი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი დავით მახათაძე წაიკითხავს.
ლექცია არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს მშობლების ინფორმირებულობის გაზრდას სხვადასხვა დაავადებისა და გადაუდებელი მდგომარეობის შესახებ.
მშობლებისათვის ლექციაზე დასწრება უფასოა. ამისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ტელეფონით ან ელექტრონული გვერდის მეშვეობით.
რეგისტრაციისთვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: +(995 32) 2 55 05 05, ან შეავსეთ ელექტრონული განცხადება https://goo.gl/zM9as7