28 აპრილს, 17:00 სთ-ზე „მშობელთა სკოლაში“ რიგით მერვე ღია ლექცია ჩატარდება. სასესიო თემა იქნება „ატოპიური დერმატიტი“, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, პედიატრი ნანი ყავლაშვილი წაიკითხავს.
ლექცია არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს მშობლების ინფორმირებულობის გაზრდას სხვადასხვა დაავადებისა და გადაუდებელი მდგომარეობის შესახებ.
მშობლებისათვის ლექციაზე დასწრება უფასოა. ამისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ტელეფონით ან ელექტრონული გვერდის მეშვეობით.
რეგისტრაციისთვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: +(995 32) 2 55 05 05, ან შეავსეთ ელექტრონული განცხადება https://goo.gl/zM9as7