თბილისში, სრულიად ახალი კონცეფციის, ბრიტანული მოდელის აფთიაქი გაიხსნა. ობიექტი თბილისში, ირაკლი აბაშიძის 41-ში მდებარეობს, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგება და აფთიაქის, სილამაზისა და ოჯახზე ზრუნვის კუთხეებს მოიცავს.
ფორმატის განახლებაზე ქართველებთან ერთად ბრიტანელი დიზაინერები და ბრენდინგის სპეციალისტები მუშაობდნენ. აფთიაქი „პსპ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა გოგილაშვილმა და კონცეფციის ბრიტანელმა თანაავტორმა ტობიას ჰაინესმა გახსნეს.
ობიექტში ცალკეა გამოყოფილი ფარმაცევტული ზონა, ცალკე - ყველაფერი ბავშვებისა და ოჯახზე ზრუნვისათვის. ასევე, საკმაოდ დიდი ნაწილი ეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ფრანგული და ევროპული ცნობილი ბრენდების პროდუქტების დიდი ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს.
PSP-ს ახალი ფორმატი სრულიად ინოვაციურია ქართულ ბაზარზე და მსოფლიოს თანამედროვე ტრენდებს სრულიად პასუხობს.
კომპანიის ცნობით, ამგვარი ტიპის აფთიაქი არამარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც არ გვხვდება.
PSP-ში აცხადებენ, რომ ყოველ პარასკევს 14:00-დან 20:00 საათამდე მომხმარებელს საშუალება ექნება, უფასოდ გაიკეთოს მაკიაჟი და ჩაიტაროს კანის დიაგნოსტიკა.
„როგორც ყოველთვის, PSP-ს სამივე ნაწილი მომხმარებელს ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებს.
მედიკამენტებზე ფასდაკლების დღეებად კვლავ სამშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი იქნება. ასევე, მომხმარებელზე შეთავაზებული იქნება საუკეთესო ფასები ფრანგული და სხვა ევროპული კოსმეტიკის პროდუქტებსა და ბავშვთა მოვლის საშუალებებზე.
ყველა, ვინც 10 ლარის პროდუქტს შეიძენს, ავტომატურად ჩაერთვება PSP-ს წამახალისებელ გათამაშებაში და მერსედესის, ბინისა თუ 2000 ლარიანი ხელფასის მოგების შანსს მიიღებს“, - აცხადებენ PSP-ში.
ანალოგიური ტიპის აფთიაქები თბილისის ყველა უბანში და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაიხსნება.