იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მშობლებს ბავშვების აცრისკენ მოუწოდა. მისი ინფორმაციით, მშობლების ჩართულობას ბავშვების აცრის კალენდარში ახალი აპლიკაცია ხელს შეუწყობს, რომელიც 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ამუშავდება.
”აპლიკაციის საშუალებით მშობელს შეეძლება მიიღოს მეტი ინფორმაცია პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, ვაქცინაციის უკუჩვენების გაფრთხილების, ადმინისტრირების მეთოდისა და ვაქცინაციით მართვადი დაავადებების შესახებ”, - განაცხადა ნანა ქაშიბაძემ.
პრესკონფერენციას საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ესწრებოდა.