23 წლის სალომე გულორდავა აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდანაა. წყნარი, თავმდაბალი, ბეჯითი გოგონა დიდი განსაცდელის წინაშე დგას: სწრაფად პროგრესირებადი ჰოჯკინის ლიმფომა (იგივე ლიმფოგრანულომატოზი, ავთვისებიანი გრანულომა) მის სიცოხლეს ემუქრება. დიაგნოზი ICD: C81.9, ჰოჯკინის ლიმფომა, III ბ სტადია.
ეს დაავადება პაციენტების 90%-ში განკურნებადია, რის გამოც მიიჩნევა ყველაზე უფრო განკურნებად სიმსივნის ფორმად. სხვა სიმსივნეებთან შედარებით გვიან ასაკში გამოვლინების დროსაც შემთხვევათა 90% გაკურნებადია. გარდა იმისა, რომ პაციენტების უმრავლესობა წარმატებით იკურნება, რემისია სიცოცხლის დანარჩენ ხანგრძლივ პერიოდში პრაქტიკულად გამორიცხულია. სალომეს ეს დიაგნოზი რამდენიმე დღის წინ დაუსვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მკურნალობის კურსი, ეს კი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს ამ ეტაპზე არ გააჩნია. მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინოთ გულისხმიერება და თქვენი წვლილი შეიტანოთ სალომეს გადარჩენის საქმეში - გადარიცხოთ თუნდაც მინიმალური თანხა სალომე გულორდავას საბანკო ანგარიშზე: „საქართველოს ბანკი“, კოდი BAGAGE22 ანგარიშის ნომერი: GE51BG0000000730154200 მიმღები: სალომე გულორდავა.