საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და "გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი აცახდებს, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. კუშნერის თქმით, გასული თვიდან, ჯანდაცვის სამინსტროსტან ერთად, პროექტზე მუშაობენ და შემუშავებული აქვთ უკვე დოკუმენტაცია, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ სამინისტროსთვისაა განკუთვნილი. რეკომენდაციები 14 კომპონენტს მოიცავს.
„მომავალში ჩვენ გვექნება ერთობლივი საბჭოს სხდომა და განვიხილავთ ასევე პირველადი ჯანდაცვის პროგრამასაც, რადგან იყოს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ თემაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ექიმების კვალიფიკაციის თვალსაზრისით და ა.შ. ჩვენ გავწევთ რეკომენდაციებს, მაგრამ გადაწყვეტილება რათქმაუნდა მინისტრმა უნდა მიიღოს.“
ბერნარ კუშნერი საქმიანი ვიზიტით თბილისს დღეს ეწვია. "გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის რანგში, ბერნარ კუშნერი საქართველოში ერთხელ უკვე იმყოფებოდა.