აფხაზი სეპარატისტები კოდორის ხეობის სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის აღწერას ატარებენ.
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის სერგეი ჯონუას თქმით, აღწერის შემდეგ მოსახლეობას პირადობის დროებით მოწმობებს გადასცემენ, შემდეგ კი ე.წ. აფხაზეთის მოქალაქის პასპორტები დაურიგდებათ.