დამბლის მკურნალობა ღეროვანი უჯრედების საშუალებით შესაძლებელი ხდება, - ამტკიცებენ ავსტრალიელი მეცნიერები. კვლევები ამ საკითხზე გამოქვეყნდა ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია ძვლოვანი და ცხომოვანი უჯრედების გარდაქმნა ღეროვან უჯრედებად. ღეროვან უჯრედებს კი შეუძლიათ ნებისმიერი ქსოვილი რეგენერაცია, მათ შორის დაზიანებული ხერხემლის.
ექსპერიმენტი წარმატებით განხორციელდა მღრნელებზე, ხოლო ადამიანებზე მისი გამოცდა 2017 წლიდან არის დაგეგმილი.