ძალიან ახლო მომავალში ადამიანებს შესაძლებლობა მიეცემათ ღორის გული დონორის ფუნქციით გამოიყენონ, - აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები.
მეცნიერების უნიკალური კვლევები ადასტურებს, რომ ღორის გულის გადანერგვის ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა და მცირე გენეტიკური კორექციის შემდეგ გულმა წარმატებით 2,5 წელი იმუშავა.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს არის რეკორდი, სახეობათაშორისი ორგანოების ტრანსპლანტაციაში.
მეცნიერები დავბეჯითებით აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში ეს მეთოდი საკუთარ ადგილს მოიპოვებს ადამიანებისათვის გულის ტრანსპლანტაციის სფეროში.