“მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო” მზად არის 2016 წლის 1 აპრილიდან წლის ბოლომდე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ 0-18 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიურ პაციენტებს მკურნალობა სრულიად უსასყიდლოდ გაუწიოს.
ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურების სახელმწიფო პროგრამაში კლინიკა 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად 200-ზე მეტი პაციენტი გადის მკურნალობას. ონკოჰომეტოლოგიური პაციენტების სამკურნალოდ სახელმწიფო პროგრამიდან ყოველწლიურად 1 279 200 ლარია გამოყოფილი. პროგრამაში სხვადასხვა დროს შესული ცვლილებების გამო სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ბიუჯეტი აღარ არის საკმარისი პაციენტების სრულყოფილი და შეუფერხებელი მკურნალობისთვის.
„მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“ აცნობიერებს რა საზოგადოების წინაშე მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას მიიღო გადაწყვეტილება ამ პროექტს მიზნობრიობისთვის 1 000 000 ლარამდე დახარჯოს და საკუთარი სახსრებით დააფინანსოს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 0-18 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური პაციენტები. კლინიკის მხრიდან გაღებული ინვესტიცია სახელმწიფო პროგრამას შესაძლებლობას მისცემს გამოთავისუფლებული ასიგნებებით პროგრამის დანარჩენი ბენეფიციარების სრულფასოვანი დაფინანსება განახორციელოს.
აღნიშნული ინიციატივით კლინიკამ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა.