ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელი უკვე მე-7 წელია, 100-ზე მეტი აფთიაქით არის წარმოდგენილი ფარმაცევტულ ბაზარზე, ხელმისაწვდომი ფასებითა და ხარისხიანი მედიკამენტებით, რაც მნიშვნელოვნად გამოარჩევს ფარმადეპოს ბრენდს ფარმაცევტულ ბაზარზე.
ფარმადეპო ყოველთვის საუკეთესო ფასს სთავაზობს მომხმარებელს. ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება და რამდენიმე ასეულ, ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტზე მკვეთრად შეამცირა ფასები, რაც დადებითად აისახება მომხმარებელზე.
ლარის კურსის გამყარების დინამიკის გაგრძელების შემთხვევაში, ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში გაგრძელდება მედიკამენტებზე ფასების შემცირება.
ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში ასევე მოქმედებს ფასდაკლება კვირის დღეებშიც და მომხმარებელს ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შეუძლია ფასდაკლების მიღება პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე.
გარდა ამისა, ფარმადეპოში მოქმედებს აქცია მწვანე ბარათის მფლობელთათვისაც - ექიმთან უფასო სატელეფონო კონსულტაციის გარდა, მომხმარებელს საშუალება აქვს, მიიღოს საუკეთესო ფასდაკლება წამლებზე, ბავშვთა მოვლისა და ჰიგიენის საშუალებებსა და სხვა სააფთიაქო პროდუქტებზე.