10 მარტს „მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს“ მშობელთა სკოლაში პირველი ღია ლექცია ჩატარდა.
ყველა მშობლისათვის აქტუალური თემა „ცხელება ბავშვებში“ იაშვილის კლინიკურმა დირექტორმა , პროფესორმა ივანე ჩხაიძემ წაიკითხა.
ლექცია არასამედიცინო განათლების მქონე ადამინებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს მშობლების ინფორმირებულობის გაზრდას სხვადსხვა დაავდებებისა და გადაუდებელი მდგომარეობების შესახებ.
იაშვილის მშობელთა სკოლაში ჩატარებული ყველა ღია გაკვეთილს თან ვიდეო ვერსიაც დაერთვება და მისი ნახვა სოციალურ მედიაში “სამედიცინო კორპორაცია ევექსისა“ და იაშვილის კლინიკის ფეისბუქ გვერდზე ყველასათვის შესაძლებელი იქნება.
მშობელთა სკოლა „სამედიცინო კორპორაცია ევექსისა“ და იაშვილის კლინიკური საავადმყოფოს ერთობლივი სოციალური პროექტია, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს, 17:00 საათზე მშბლებისათვის ლექციაზე დასწრება უფასოა. ამისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ტელეფონით ან ელექტრონული გვერდის მეშვეობით.
მიმდინარე კვირის სალექციო თემა იქნება „ფებრილური გულყრა“ რომელსაც ნანა ტატიშვილი წაიკითხავს.
რეგისტრაციისთვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: +(995 32) 2 55 05 05, ან შეავსეთ ელექტრონული განაცხადება https://goo.gl/zM9as7