9-10 მარტს „ონკოლოგიის ცენტრი" იმერეთში უფასო სამედიცინო კონსულტაციებსა და გამოკვლევებს იმ პაციენტებისთვის ჩაატარებს, ვისაც თირკმლის ქრონიკული ან მწვავე დაავადება აქვს. აქციის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს ასევე შესაძლებლობა ექნება ჩაიტაროს თირკმლის შესაძლო დაზიანებაზე სკრინინგი.
„სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ორგანიზებით „ონკოლოგიის ცენტრში" პაციენტები შარდ-სასქესო სისტემის ექოსკოპიურ კვლევებს, შარდის საერთო ანალიზის ჩაბარებას, სისხლში კრეატინინისა და გლუკოზის დონის განსაზღვრას და ნეფროლოგების კონსულტაციებს უფასოდ შეძლებენ.
„ონკოლოგიის ცენტრის" დიალიზის განყოფილების ექიმებთან კონსულტაციების მიღება 11:00 სთ-დან - 17:00 სთ-მდე გაგრძელდება.
სამედიცინო კონსულტაციებისა და კვლევების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05. მის:ჯავახიშვილის ქ. 85