შავი წერტილები- ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო პრობლემაა, რომელიც ბევრი ქალისთვის ნაცნობია. შავი წერტილები კანის ტიპისა და ასაკის მიუხედავადაც ჩნდება, ამის მიზეზი კი შეიძლება იყო დაბინძურებული ჰაერი, არასწორად შერჩეული გამწმენდი საშუალება და ა.შ
ამ მარტივი მეთოდით, თქვენს სახლის პირობებში შეძლებთ გაიკეთოთ სახის კანის პილინგი და მოიშორო ზედმეტი ჭუჭყი! თუ თქვენ მშრალი კანი გაქვთ, აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი კრემი პროცედურის დასრულების შემდეგ.
შავი წერტილების მოსაშორებელი ნიღაბი
თქვენ დაგჭირდებათ:
2 ს/კ კბილის პასტა
1 ს/კ მარილი
3 ყინულის კუბიკი
მომზადება:
აურიეთ მარილი და კბილის პასტა. წაისვით კანზე და ნელი მოძრაობებით გაიკეთეთ პილინგი. მარილი დაგეხმარებათ მკვდარი უჯრედების მოცილებაში, კბილის პასტა კი ფორებიდან ჭუჭყს ამოგიღებთ.
ჩამოიბანეთ ნიღაბი და შეიმშრალეთ სახე ხელსახოცით, შემდეგ კი ყინულის კუბიკები მოიტარეთ სახეზე, ეს დაეხმარება კანს ფორების დაკეტვაში.