მეცნიერთა ჯგუფმა ოსაკას უნივერსიტეტიდან დაადგინა, რომ კარიესის გამომწვევი ბაქტერია ამავდროულად ინსულტების ერთი მესამედის გამომწვევ მიზეზადაც გვევლინება. ინსულტით გარდაცვლილი ადამიანების თავის ტვინში ექსპერტებმა აღმოაჩინეს ბაქტერია Streptococcus mutans -ი. მათი ვარაუდით, ეს ბაქტერია ორგანიზმს სისხლძარღვის დაზიანების ადგილზე დამცავი ქოლესტერინული ბალთის წარმოქმნის საშუალებას არ აძლევს.
ამ თვალსაზრისის დასამტკიცებლად მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი ლაბორატორიულ თაგვებზე. ისინი დაყვეს ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფი დააინფიცირეს Streptococcus mutans -ის შტამებით, შემდეგ ზოგიერთ თაგვს დაუზიანეს თავის ტვინის სისხლძარღვის კედელი, რითაც მოახდინეს ინსულტის პროვოცირება. რამდენიმე საათის შემდეგ მღრღნელების უმეტესობა დაიღუპა. ამასთანავე, პირველი ჯგუფის თაგვებში თავის ტვინში სისხლჩაქცევის ინტენსივობა მნიშვნელოვნად დიდი იყო.
როგორც მკვლევარებმა გამოარკვიეს, Streptococcus mutans -ის ყველა შტამი ინსულტის განვითარებას არ იწვევს. ეს არ ეხება `с~ სეროტიპს. მათი აზრით, ამ თვალსაზრისით ბევრად საშიშია უფრო იშვიათი `კ~ სეროტიპი. სწორედ ის იქნა აღმოჩენილი ინსულტით გარდაცვლილი ადამიანების თავის ტვინის ქსოვილებში. ინსულტის შემდეგ ცოცხლად გადარჩენილი ადამიანების ნერწყვში კი მისი შემცველობა სამჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანების ნერწყვში.
ეს სტრეპტოკოკი დაზიანებულ სისხლძარღვში მიემაგრება ცილის ძაფებს, რომელზეც უნდა დაილექოს ქოლესტერინი, რათა მოახდინოს ხვრელის დაცობა მანამდე, სანამ კედლები არ აღდგება, მაგრამ სტრეპტოკოკი არ აძლევს ორგანიზმს დაზიანებული ადგილის დახურვის საშუალებას.
მკვლევარებმა გამოყვეს ცილა, რომლის მეშვეობითაც ბაქტერია ემაგრება კოლაგენის ძაფებს. მოცემული ნივთიერების 100 მკგ იწვევს უძლიერეს სისხლდენას. ამ თვალსაზრისის დასამტკიცებლად მეცნიერებმა გამოყვეს სტრეპტოკოკის ახალი შტამი, რომელიც თავისუფალია ცილა CBP-ის გენისგან. გენის მოცილებამ შესაძლებელი გახადა სისხლდენის ფართობის მნიშვნელოვანი შემცირება.
ინსულტი _ ეს არის თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა საშუალო და ხანდაზმულ ასაკში. განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობის მიზეზების მხრივ მას მესამე ადგილი უჭირავს ონკოლოგიისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ. ჯანმო-ს მონაცემებით, მსოფლიოში ინსულტი ყოველწლიურად ხუთ მილიონზე მეტ კაცს კლავს.