ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა: ქინძის ზეთს შეუძლია, შეებრძოლოს ბაქტერიების სახიფათო შტამებს. ამ სანელებელს დიდი ხანია, იყენებენ ხალხურ მედიცინაში. ითვლება, რომ მას შეუძლია, დაგვიცვას ტკივილის, კოლიკის, გულისრევის, სოკოვანი ინფექციებისა და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემებისგან.
თუმცა ახლახან მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქინძი, ასევე, აჩერებს 12 სახის ბაქტერიების ზრდას, მათ შორის არის E. coli,სალმონელა და რეზისტენტული სტაფილოკოკი. ლაბორატორიულ ტესტებში გამოიყენებოდა ხსნარი, რომელიც შეიცავდა 1,6%-მდე ქინძის ზეთს.
`მიუხედავად ასეთი მცირე რაოდენობისა, ქინძის ზეთი მაინც იწვევს ბაქტერიების მემბრანის დაზიანებას. ის არღვევს ბარიერს, რომელიც ბაქტერიას გამოყოფს გარემოსგან, აფერხებს პროცესებს, მათ შორის სუნთქვის პროცესს. ამის შედეგად ბაქტერია იღუპება~, _ ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ფერნანდა დომინგეზი (ბეირა ინტერიორის უნივერსიტეტი).
თუმცა ის ვერ მოერია Bacillus cereus -ს, რომელიც იწვევს კვებით ტოქსიკოინფექციებს ადამიანებში (მიმდინარეობს დიარეითა და პირღებინებით) და Enterococcus faecalis-ს, რომელიც ხშირად არის საშარდე გზების, მცირე მენჯის ღრუს ინფექციების, ასევე ჭრილობების დაინფიცირების მიზეზი.