ალკოჰოლი ადამიანის ორგანიზმს უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ჰეროინი. ასეთ დასკვნა გააკეთა მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც აღნიშნული საკითხის კვლევით იყო დაკავებული.
მკვლევარებმა მოახდინეს 20 ნივთიერების კლასიფიცირება 16 პარამეტრის მიხედვით, რათა მოეხდინათ იმ ზიანის შეფასება, რომელსაც ცალკეული ნივთიერება აყენებს ადამიანსა და გარშემომყოფთ.
გათვალისწინებული იყო ნივთიერებაზე დამოკიდებულების ფაქტორი, ფსიქიკური და ფიზიკური ზიანის ხარისხი, დანაშაულის რაოდენობა, რომელიც ჩადენილია ნარკოტიკის ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების მიერ, ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანი და ა.შ.
კვლევის საფიუძველზე დადგინდა, რომ ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ზიანის მიხედვით, ალკოჰოლი აბსოლუტური ლიდერი გახდა (100 დან 76 ქულა), კოკაიანი - 27 ქულა, თამბაქო - 26 ქულა და ა.შ.