გრიპის ვირუსის გამო, თბილისში შესაძლოა კიდევ 7 სკოლაში შეჩერდეს სწავლება. განათლების სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნატა ასათიანის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით 50 სკოლაში 20%-იანი გაცდენა დაფიქსირდა, თუმცა სწავლა შეჩერებული არ არის,
"ამ სკოლების უმეტესობა რეგიონშია და მცირე კონტიგენტიანი სკოლებია. ისინი რისკ-ფაქტორს არ წარმოადგენენ. საინტერესოა თბილისის 7 სკოლა, სადაც ასევე დაფიქსირდა გაცდენები და ჩვენი მონიტორინგის სამსაური აწარმოებს დაკვირვებას გაცდენების მიზეზი არის თუ არა ავადობა", - განმარტა ასათიანმა.
მისივე თქმით, თბილისის 7 სკოლასთან დაკავშირებით, თუ გაცდენების მიზეზი მოსწავლეების ავადობა იქნება, შესაბამის ზომებს მიიღებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით რეკომენდაციას ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა.