H1N1-ით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ეს გრიპის ვირუსით გარდაცვლილი უკვე მერვე ადამიანია. აქედან 7 H1N1-ის, 1 კი H3N2 გრიპის ვირუსის შტამით გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ წინა კვირებთან შედარებით, ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა იკლო. ცენტრის ინფორმაციით, ყველა ფატალური შემთხვევის მიზეზი დაგვიანებული მკურნალობაა.
დაავადებათა ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, გრიპის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დროულად მიმართონ ექიმებს და გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რომლებიც ჯერ კიდევ ძალაში რჩება.