ჯანდაცვის მინისტრის მტკიცებით, დღეიდან რიგ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება. დავით სერგეენკოს განცხადებით, იაფ მედიკამენტებზე მიწვდომადობის პროექტი მრავალფაქტორიანია და ის დღეიდან ამოქმედდა.
,,დღეს თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფში არის დადგემილი პირველი აქტივობა. ეს იქნება მზარდი აქტივობები. დღეს პირველი პაციენტები მიიღებენ უკვე ამ ხელმისწვდომ მედიკამენტებს"- განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანა იყო რიგორც ხარისხის კონტროლი, ასევე კონკურენციის უზრუნველყოფა.
"ამ გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოიღო შედეგი და შემიძლია გითხრათ, რომ დიახ, დღეს იწყება, როცა გამოჩნა ერთი კომპანია და კონკრეტულ ქმედებეს იწყებს. იმედი მაქვს, ეს ერთადერთი არ იქნება და კონკურენციის გახსნა დადებით გავლენას იქონიებს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.