გრიპის ვირუსით, საქართველოში, ბოლო 24 საათში 2 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ერთერთი შემთხვევა გუშინ თბილისში დაფიქსირდა, მეორე კი დღეს - აჭარაში.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში 6 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან 5 H1N1-ით, 1 კი - H1N3-ით.
გამყრელიძის თქმით, ვირუსის მატება აღარ შეიმჩნევა, დინამიკა სტაბილურია, რაც სავარაუდოდ, სკოლებში სწავლის შეწყვეტამ და სხვა პრევენციულმა ღონისძიებებმა განაპირობა.
ვირუსით დაავადებულთა ახალი მონაცემები პარასკევს 29 იანვარს საღამოს გახდება ცნობილი და 1 თებერვალს გამოქვეყნდება.