უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი, ქუთაისის მოსახლეობას ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრულ სპექტრს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიაწვდის. პაციენტები კომფორტულ გარემოში შეუფერხებლად შეძლებენ ყველა პროფილის ექიმის მომსახურების მიღებას და მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული კვლევების ჩატარებას.
ახალ ამბულატორიულ ცენტრში რეგულარულად ჩაატარებენ კონსულტაციებს ცნობილი ექიმები ევექსის ქსელის სხვა კლინიკებიდან, ხოლო რთული პაციენტების მენეჯმენტში ჩაერთვებიან კოლეგები უცხოეთიდან. კლინიკის მართვის თანამედროვე სამედიცინო მენეჯმენტი უზრუნველყოფს უმაღლესი დონის პირველადი ჯანდაცვის ორგანიზებას ქუთაისის მოსახლეობისთვის. კლინიკაში ფუნქციონირებს რიგის მართვის ელექტრონული სისტემა, რაც ცენტრში პაციენტების ლოდინის დროს მინიმუმამდე შეამცირებს.
ახალი სამედიცინო დაწესებულება ქუთაისის ცენტრში, წმინდა ნიკოლოზის ქირურგიული ცენტრის გვერდით - პაოლო იაშვილის #9-ში გაიხსნება.