დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სასწავლო პროცესის შეწყვეტის ინიციატივით გამოდის. ცენტრის ხელმზღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ H1N1-ის ტიპის ვირუსის ზომიერი მატება ძირითადად მცირეწლოვნებში შეინიშნება. გამყრელიძის თქმით, ეს ღონისძიება პრევენციული ხასიათისაა და საბოლოო გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ უნდა მიიღოს. გამყრელიძის ინიციატივით, სწავლის პროცესი 3 დღით უნდა შეჩერდეს.
„იქიდან გამომდინარე რომ არის ზომიერი მატება და ეს განსაკუთრებით კონცენტრირდება ბავშვთა ასაკში, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენ რეგულარულად გვაქვს კონტაქტი განათლების სამინისტროსთან, ვცვლით ინფორმაციებს, პირველი ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ დაწესებულიყო მონიტორინგი სკოლებში, ხომ არ აცდებოდა გაცდენების რაოდენობა 20% ს და ამ შემთხვევაში ინფორმირებული ვყოფილიყავით. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამოვიდეთ რეკომენდაციით და მივმართოთ სასკოლო და ზოგადად სააღმზრდელო დაწესებულებებს- ბაგები და ბაღები, რომ გამომდინარე სიტუაციიდან, თუ მათ სკოლაში ან ბაგა-ბაღში 20%-ს სცილდება გაცდენების მაჩვენებლი, პრევენციულად მინიმუმ სამი სამუშაო დღით შეწყდეს სწავლა და ბავშვების მიყვანა ბაგა-ბაღებში და შემდგომ ამ იზოლირების გაგრძელება გადაწყვეტილი იქნეს შემდგომი კონსულტაციებით“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები