ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა. ბიჭი საავადმყოფოში 23 იანვარს ღამის 01:00 საათზე მოათავსეს, ხოლო 24 იანვარს დღისით ბავშვი დაიღუპა.
ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ბაქტერიული გენების დაავადების ელვისებური ფორმა, მენინგოკოქცემია აღმოჩნდა.
ცენტრში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჩვილის გარდაცვალებას არანაირი კავშირი არ აქვს H1N1-ის ვირუსთან.