საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, ქვეყანაში ვირუსული გრიპის ინფექციის გამო შექმნილი სირთულეების დასაძლევად ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ავტობომილებით დაეხმაროს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უკვე ესაუბრა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, მზადყოფნა გამოთქვა, რომ სამინისტროს ადმინისტრაციის სამსახურებრივი ავტომობილები დროებით დაუთმონ.