პირველადი ჯანდაცვის საგანგებო რეჟიმზე გადასვლის გამო, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მუდმივი კომუნიკაცია არსებობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.
,,ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრო მზადაა, სამინისტროს სისტემაში არსებული სამსახურებრივი ავტომობილები, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოჯახის ექიმების გამოძახებებისთვის“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.