H1N1 ვირუსის მატებასთან დაკავშირებით, პირველადი ჯანდაცვის 2 დაწესებულება დღეიდან საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. კერძოდ წინამძღვრიშვილის # 57 -სა და ქიაჩელის #18-ში არსებული დაწესებულებები პაციენტებს 24-საათიან რეჟიმში მოემსახურებიან.
ჯანდავცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ დღეს 112-ის სადისპეტჩეროს ახალი პროტოკოლის დანერგვა მოხდება, რომელიც გამოაცალკევებს ცხელება რისკჯგუფის გარეშე. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 112 ხვალიდან ასეთ გამოძახებებს ხვალიდან არა თბილისის სასწრაფოში გადაამისამართებს, არამედ სხვა სადისპეტჩეროში, რომელიც სწორედ ასეთი ცენტრების მართვას დაიწყებს.
მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ვირუსის ეპიდემიის არავითარი საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.