ფეხმძიმობის პერიოდში კარტოფილის ხშირი მიღება დიაბეტის რისკს ზრდის. ამ დასკვნამდე მერილენდის ინსტიტუტის მეცნიერები მივიდნენ. მათ ორსულობის 21 ათასამდე ისტორია შეისწავლეს.
დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ ფეხმძიმე ქალებში, რომელთა ძირითად რაციონს კარტოფილი შეადგენდა, დიაბეტით დაავადების შემთხვევები გაცილებით ხშირი იყო.
ამის მიზეზი კი კარტოფილში სახამებლის მაღალი შემცველობა სახელდება.