დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, სკრინინგის პროგრამა 2016 წელს 1 200 000 ლარით დაფინასდება. მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მერია ხელშეკრულებებს იმ 19 დაწესებულებასთან გააფორმებს, ვინც 2015 წელს აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებდა.
"ეროვნული სკრინინგ-ცენტრი, რომელიც მერიის ქვეუწყებაა, ახორცილელებს სკრინინგის პროგრამას. ამ პროგრამის ფარგლებში დედაქალაქში არის 19 დაწესებულება, რომლებიც შესაბამის სერვისს აწვდიდნენ 2015 წლის განმავლობაში თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს და გაგრძელდება მათთან სახელშეკრულები პირობები. თბილისის მერიის ქვეემდებარე ორგანიზაცია ეროვნული სკრინიგ-ცენტრი გააფორმებს იმ 19 დაწესებულებასთან კონტრაქტს 2016 წლის მომსახურეობაზე, ვინც 2015 წელს გვაწვდიდა მომსახურებას", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.