ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველ ეტაპს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლი პირები შეაჯამებენ. შეხვედრაზე ასევე პროგრამის მეორე ეტაპის დაწყებასა და ახალი თაობის პრეპარატ ,,ჰარვონის" ჩართვაზე ისაუბრებენ. პრესკონფერენცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება.