ვიცე-პრემიერის კახა კალაძის შეფასებით, ავტომანქანების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღება მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის მტკივნეული არ იქნება. მისივე თქმით, ამის გასარკვევად საჭიროა მოსახლეობაში კვლევების ჩატარებაა.
„ალბათ, დამეთანხმებით იმაში, რომ ძალიან შეწუხებულია, განსაკუთრებით დედაქალაქის მოსახლოება. უმეტესი ნაწილისთვის შეიძლება ტექდათვალიერების შემოღება არც იყოს მტკივნეული. ამიტომ, საჭიროა კვლევების ჩატარება, რათა მივიღოთ უახლესი ინფორმაცია, თუ რა ხდება ამასთან დაკაშირებით და რა განწყობა აქვს მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ ავტომანქანების დაზღვევა და სავალდებული ტექნიკური დათვალიერება დაინერგება.