საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამედიცინო წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
სახელმძღვანელო სახელწოდებით "ორსულ, მეძუძურ ქალთა და ადრეული ასაკის ბავშვთა კვება" ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის პედიატრის თემურ მიქელაძის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის და კლინიკის დირექტორის, პედიატრ დავით რეხვიაშვილის ავტორობით გამოიცა.
აღნიშნული სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს ექიმ- პედიატრებს, ნეონატოლოგებს, მეანებს, უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის
სტუდენტებს და ფართო პროფილის რეზიდენტებს, ასევე დახმარება დედებეს პატარების აღზრდის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში.