ორსულობის პათოფიზიოლოგიის რიგით 47-ე საერთაშორისო კონგრესს საქართველო მასპინძლობს. მისი მიზანია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სრულყოფისა და მუცლად ყოფნის პერიოდიდან ბავშვის შესაძლო დაავადებების ეფექტური პროგნოზირებისა და პრევენციის ხელშეწყობა. კონგრესი პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით და პირველი ლედის პატრონაჟით იმართება. ფორუმი 21 ნოემბრამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და ასოციაციების 40-მდე წარმომადგენელი მიიღებს.