რაულ კასტრო პოსტს 2018 წელს დატოვებს. ამის შესახებ კუბის ლიდერმა მექსიკის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. „მე ვერ ვიპრეზიდენტებ კიდევ ერთი ვადით, რადგანაც სხვაგვარად კუბელებს თავს მოვაბეზრებ. 2018 წელს საპრეზიდენტო უფლებამოსილება ამომეწურება და წავალ,“-აღნიშნა კუბის სახელმწიფო საბჭოს ლიდერმა. ამჟამად რაულ კასტრო 84 წლისაა. სახელმწიფოს ლიდერი ის 2008 წელს გახდა, მეორე ვადით კი 2013 წელს აირჩიეს.