ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში ყულიშკარში სამი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, კვებითი ინტოქსიკაცია გახდა. ამის შესახებ "ტვ პირველს" ადგილობრივებმა უთხრეს.
ადგილობრივებოს თქმით, დები ქუჩაში 3 დღის განმავლობაში არ გამოსულან, მოგვიანებით კი სამეზობლო უცნაურმა სუნმა შეაწუხა, რის შემდეგაც სახლში შევიდნენს, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს. მეზობლები ვარაუდობენ, რომ დები სოკოთი მოიწამლნენ.
"გარდაცვლილია სამი პიროვნება. რითია გარდაცვლილი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. დები იყვნენ. სამივე და მარტო ცხოვრობდა, გაუთხოვარი გოგოები იყვნენ. სუნი იგრძნო მეზობელმა ჭიშკართან. დაახლოებით 4-5 დღე არ ჩანდნენ. ექსპერტიზას წაღებული აქვს ყველაფერი, საჭმელიც, წყალიც...მე რომ ვიყავი, უკვე ექსპერტიზა მოსული იყო, - ამბობს სოფლის გამგებელი ლადო შველიძე.
გარდაცვლილები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. გვამებს გახრწნის კვალის აღენიშნებოდა, რის გამოც დასაფლავების გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღეს.