დაურს [ბუავას] ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და ყველაფერი, რაც ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ ხდება, ამის დასტურია. ძალიან მწყდება გული, რომ დაური ამ ყველაფერს ვერასოდეს ნახავს. თუმცა, სიცოცხლეშიც ამბობდა, რომ იმ ადამიანებს არ ენდობოდა, ვისთან ერთადაც მუშაობდა, - ამის შესახებ გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე, ნინო ცხოვრებაძე აცხადებს.
ნინო ცხოვრებაძე "ტელეგრამ არხზე" წერს, რომ ბოლო პერიოდში დაურს ცხივირიდან ძლიერი სისხლდება და სხვა ჯანმრთელბის პრობლემები ჰქონდა.
ამასთან, ქალი საუბრობს გარდაცვლილი ბლოგერის გარემოცვის შესახებ და ამბობს იმასაც, რომ ბუავამ გარდაცვალებამდე მას ბევრი რამ უამბო.
"დაურს ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და ყველაფერი, რაც ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ ხდება, ამის დასტურია" - წერს ნინო ცხოვრებაძე.
„გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! ექსპერტიზის ზუსტი შედეგები ჯერ არ არის ცნობილი! გთხოვთ, ნუ წერთ დაუფიქრებელ და უსაფუძვლო ვარაუდებს და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას. ადამიანებს ისედაც ძალიან უჭირთ ამ ყველაფრის მიღება - ნუ გავავრცელებთ ინფორმაციას, რომლის სიმართლეც ჯერ არ ვიცით...
დაურს ძალიან ბევრი ცუდი ადამიანი ეხვია გარშემო. მე მას ყოველთვის ვეუბნებოდი ამის შესახებ და ვთხოვდი, მათთან კავშირი არ შეენარჩუნებინა, მაშინაც კი, თუ საქმე სამუშაოს ეხებოდა. რაღაც მომენტში მან „სვარშიკად“ დაიწყო მუშაობა და უნდოდა, მთლიანად ამ საქმეში გადასულიყო, ოღონდ კი ძველი სამსახური დაეტოვებინა“, - წერს ცხოვრებაძე.
ის დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ ქალზეც საუბრობს და განმარტავს, რომ მის ყოფილ ქმარს აღნიშნულ პირთან არაფერი ჰქონია. ცხოვრებაძე „ტელეგრმ არხზე“ განთავსებულ პოსტებში ბუავას ჯანმრთელობის პრობლემებს არაერთხელ უსვამს ხაზს.
"ჩემი დილა შოკისმომგვრელი ამბებით იწყება, მე ამ გოგოს ვიცნობ და ზუსტად ვიცი, დაურს მასთან არაფერი ქონია. ბოლო დროს ჯანმრთელობის მდგომარეობა მას ძალიან ცუდი ქონდა, ხან წნევა აწუხებდა ხან ცხვირიდან სისხლი სდიოდა, ხშირად სტკიოდა თვი... ვეუბნებოდი სავადმყოფოში წასულიყო დ საკუთარი ჯანმრთელობა შეემოწმებინა მაგრამ არ ამოწმებდა. დაურს გართობა უყვარდა,შეეძლო კლუბში წასულიყო ან ბარში, მაგრამ ნარკომანი ის არასოდეს ყოფილა
ნარკომანი კი არა ისს.. არ გაბედოთ ამაზე სიტყვის დაწერაც!! გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დაურმა ძალიან ბევრი რამ მომიყვა, ზუსტად ვიცი რას ფიქრობდა და ვინ რას აკეთებდა!! მის გარემოცვას ძალიან ვურჩევ,ჩემტან უფრო ფრთხილად იყვნენ და ნუ ეცდებიან, რამე მე დამაბრალონნ !!
დაურს ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და ყველაფერი, რაც ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ ხდება, ამის დასტურია. მისი უახლოესი გარემოცვა ცდილობს, ამ ამბით საკუთარი თავის პიარი გაიკეთოს. ძალიან მწყდება გული, რომ დაური ამ ყველაფერს ვერასოდეს ნახავს. თუმცა, სიცოცხლეშიც ამბობდა, რომ იმ ადამიანებს არ ენდობოდა, ვისთან ერთადაც მუშაობდა", - წერს ნინო ცხოვრებაძე.