აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
ილჰამ ალიევი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიცე-პრემიერებმა - გიორგი კვირიკაშვილმა და კახა კალაძემ გააცილეს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.